რუსეთის მიერ ოკურებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იმედი აქვს. რადიო თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ დე ფაქტო უწყებასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, ამ საკითხზე რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთის ფედერაციაში პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიალოგი მიმდინარეობს.
„მინისტრმა აღნიშნა, რომ დიალოგი, მათ შორის, ეხება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს,“ - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეხვედრის მონაწილეებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ირანთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. არძინბას თქმით, შეიქმნება ორმხრივი „აფხაზეთ- არაბეთის გაერთიანებული საამიროების“ ბიზნესსაბჭო.